პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვნეები" (ახლები)
პ/გ “ახალმა მემარჯვენეებმა” თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ამ პარტიის შექმნაზე ფიქრი იწყება იმ დროს და იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძე დგას, მმართველ ძალას კი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი წარმოადგენს. ნდობადაკარგულ სახელისუფლო პარტიას 1999 წლის არჩევნებში გასამარჯვებლად სიახლე სჭირდებოდა. მოქკავშირის პიარტექნოლოგების მიერ ზუსტად იყო შერჩეული ეს სიახლე. პარტიის საარჩევნო სიაში ე.წ. ახალი სახეები შეჰყავთ. მათ შორის არიან დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე, გიორგი კვირიკაშვილი, ვალერი კვარაცხელია, დავით კოღუაშვილი და სხვები. მათაც და მოქკავშირის სხვა ახალი სახეებსაც სჯეროდათ, რომ პარტიის ლიდერებს პრეზიდენტ შევარდნაძისა და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას სახით ნამდვილად სურდათ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. თუმცა, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ახალი სახეები ხვდებიან, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა და მონდომება არავის სჭირდება, რომ მათგან მხოლოდ უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ და არა საქმის კეთებას. ახალი სახეების მხრიდან პირველი პროტესტი 1999 წლის ბიუჯეტის ტოტალურ შეუსრულებლობას მოჰყვა. პარლამენტში მთავრობის პასუხისმგებლობის მოთხოვნით დგება ხელმოწერები. ხელმომწერთა უმრავლესობას მოგვიანებით ჟვანიასა და შევარდნაძის მოთხოვნის საფუძველზე უკან მიაქვთ ხელმოწერები. მათ შორის ვინც საკუთარ ხელმოწერაზე უარი არ თქვა და ბოლომდე გამოიჩინა პრინციპულობა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის ტავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე იყვნენ. მათთან ერთად საკუთარ ხელმოწერაზე უარი არ უთქვამთY ზემოთ ჩამოთვლილ ახალ სახეებს. ამ პროტესტის შემდეგ მოვლენები ასეთი თანმიმდევრობით ვითარდებოდა:
2000 წლის 17 მაისს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დავით გამყრელიძის თავმჯდომარეობით 1999 წლის ბიუჯეტის 300 მილიონიანი გარღვევის მიზეზების შემსწავლელი კომისია იქმნება. 6 თვის შემდეგ დავით გამყრელიძე პარლამენტს წარუდგენს დასკვნას და ამბობს სრულ სიმართლეს, თუ რის გამო გაირღვა 1999 წლის ბიუჯეტი ასე კატასტროფულად.
2000 წლის 8 სექტემბერს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის დასაძლევად და ამ პროცესებში საზოგადოების გასააქტიურებლად 35 პროფესიონალი ადამიანი აფუძნებს საზოგადოებრივ ორგანიზაცია "ახალ მოძრაობას", რომლის დამფუძნებელთა დიდ ნაწილს მოქკავშირის ახალი სახეები წარმოადგენდნენ.
2000 წლის 17 სექტემბერს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ქვეყნისათვის სასიკეთოდ შესაცვლელად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება "ახალი ფრაქცია", რომლის თავმჯდომარედაც ირჩევენ დავით გამყრელიძეს.
"ახალი ფრაქცია", მიუხედავად მცირერიცხოვნობისა (მის შემადგენლობაში იმ დროისათვის მხოლოდ 10 წევრი იმყოფებოდა), საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას. ის სრულიად განსხვავებულ და ახალი სიტყვას ამბობს ქართულ პოლიტიკაში. იმ დროისათვის ახალი ფრაქციის წევრობა დიდი რისკი იყო, რადგან ხელისუფლება ყველა საშუალებით ებრძოდა ახლების თითოეულ წევრს. თუმცა, ამან ვერ იმოქმედა ახლების გადაწყვეტილებაზე, ისინი საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ, უყოყმანოდ დატოვეს საპარლამენტო თანამდებობები და და ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ მოძრობას დაუდეს საფუძველი.
ახალი ფრაქციის პირველი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: დავით გამყრელიძე (დღეისათვის პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარეა), ლევან გაჩეჩილაძე , ფიქრია ჩიხრაძე, გია ყარყარაშვილი, ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე (“ახალი მემარჯვენეების” გენერალური მდივანი), დავით კოღუაშვილი, დოდო შელია, გიორგი კვირიკაშვილი, ვალერი კვარაცხელია.
პირველ პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძე აცხადებს: ფრაქციის შექმნის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ “ახალ ფრაქციაში” გაერთიანებულ ადამიანებს აღარ სურთ, შეეგუონ პარლამენტში დამკვიდრებულ იმ მწარე რეალობას, რომელიც დეპუტატებს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე თვალის დახუჭვას ავალდებულებს. ამ ფრაქციაში გაწევრიანებულ ადამიანებს რეალურად შესწვთ ძალა, შეებრძლონ არსებულ უკანონობას, სიყალბეს, პოპულიზმს.
"ახლები" დღემდე ფრაქციის შექმნის პირველ დღეს გაჟღერებული ამ სიტყვების ერთგულები არიან.
2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ახალი კონსერვატორების" ბაზაზე იქმნება პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", რომლის თავმჯდომარედაც ირჩევენ ლევან გაჩეჩილაძეს, თანა-თავმჯდომარედ დავით გამყრელიძეს.
დაფუძნებიდან ერთ წელიწადში პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები” ერთი წლის პარტიისთვის ძალიან მაღალ შედეგებს აღწევს. 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში “ახალი მემარჯვენეები” საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იღებენ, ხოლო თბილისის მასშტაბით მესამეს. ადგილობრივ არჩვენებში გამარჯვების შემდეგ პარტია საპარლამენტო არჩენებისთვის ემზადება. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ყრილობა თავმჯდომარედ დავით გამყრელიძეს ირჩევს. მიუხედავდინ ბევრი ხელშემშლელი პირობისა, მიუხედავად შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან გაყალბების მაღალი პროცენტისა, “ახალი მემარჯვენეები” 2 ნოემბრის არჩევნებში შვიდ პროცენტიან ბარიერს წარმატებით ლახავენ. 2 ნოემბრის არჩევნების შედეგს აპროტესტებს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რასაც ხალხის ქუჩაში გამოსვლა და მთლიაონობაში შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. მიუხედავად ხალხის სამართლიანი აღშფოთებისა, "ახლებს" არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად ქუჩის საშუალებით, არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ ისინი ღიად აცხადებენ, რომ არ შეუერთდებიან ქუჩაში გასულ პოლიტიკურ ძალებს. ისინი არ შეუშინდნენ იმ ბრალდებებს, რომელიც ქუჩიდან მათი მისამართით ისმოდა და ბოლომდე საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უქმდება. ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. 28 მარტის არჩევნებამდე ძალიან მცირე დრო იყო დარჩენილი. ყველა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც დარწუმებულები იყვნენ, რომ "ახლები" წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. მოხდა პირიქით. "ახალი მემარჯვენეები" ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათ 2 ნოემბრის არჩევნებში წარმატებულად გადალახეს 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. "ახლები" საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან მემარჯვენე ორიენტაციის კიდევ ერთ პარტიასთან “მრეწველებთან”. შედეგად კი წარმატებით ლახავენ 7 პროცენტიან ბარიერს და მრეწველებთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციურ ფრაქციას ქმნიან.
2005 წლის
1-ლ ოქტომბერს ხელისუფლების მიერ ინიშნება ხელახალი/შუალედური არჩევნები ხუთ საარჩევნო ოლქში.ოპოზიციამ პირველად მოახერხა ერთიანი კანდიდატებით წარდგომა ხელისუფლების მაჟორიტარების წინაღმდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატების გამოსავლენად ამ ოლქებში ჩატარდა წინასწარი არჩევნები ე.წ. ”პრაიმერები”. ”ახლებმა” მონაწილეობა მიიღო ხუთიდან სამ ოლქში და გაიმარჯვეს სამივეში, რითაც კიდევ ერთხელ სამართლიანად განიმტკიცეს ლიდერის პოზიცია ოპოზიციის რიგებში.
ფრაქცია"მემარჯვენე ოპოზიცია“
დღეს მთლიანად პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების"წევრებისგან შდგება და ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული ოპოზიციური ძალაა, ვინც ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე ხმას დაუფარავად იღებს.
2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში ფრაქცია ''მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები“ ორ ფრაქციად გაიყო და ''ახალმა მემარჯვენეებმა'' ჩამოაყალიბეს ფრაქცია ''მემარჯვენე ოპოზიცია''. ფრაქცია გამოირჩეოდა განსაკუთრებული შეურიგებელი პოზიციით არსებული ხელისუფლების მიმართ.
2005 წელს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" გაწევრიანდა მსოფლიო მემარჯვენეთა გაერთიანებაში (IDU).
2007 წელს ''ახლების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა ფრუიძე არჩეულ იქნა ევროპის მემარჯვენე პარტიათა გაერთიანების (EPP) ახალგაზრდული ფრთის ვიცე-პრეზიდენტად.
2007 წლის ნოემბერში ''ახალი მემარჯვენეები'' არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომელიც მოჰყვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებსა და მის დაპატიმრებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მოშიმშელეების დარბევის შესახებ, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდნენ. ისინი სხვა მომიტინგებთან ერთად სასტიკად იქნენ დარბეული, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე, ტელეკომპანია ''იმედის'' წინ.
2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით ''ახალი მემარჯვენეების'' ლიდერი დავით გამყრელიძე იყრიდა კენჭს.
2008 წლის მარტში ''ახალი მემარჯვენეები''პროტესტის უკიდურესი ფორმით – შიმშილობით დაუპირისპირდნენ ელისუფლების გადაწყვეტილებას შეეცვალათ საქართველოს კონსტიტუციაში პარლამენტის დაკომპლექტების წესი. მიუხედავად პროტესტისა, ხელისუფლებამ კონსტიტუციის და რეგლამენტის უხეში დარღვევით, 2 კვირაში, რეკორდულად მოკლე დროში მიიღო ცვლილება, რომლის საფუძველზე პარლმენტის დაკომპლექტება ხდება 75/75-ზე პრინციპით. სწორედ ამ ცვლილებამ შემდგომში მნიშვნელოვნად განაპირობა 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შედეგად პრაქტიკულად ერთპარტიული პარლამენტის მიღება.
2008 წლის მაისში ''ახალმა მემარჯვენებმა'' შეასრულეს საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციის ერთიანი ფრონტით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების ეროვნულ საბჭოსთან ერთიან ბლოკში ''გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო, ახალი მემარჯვენეები'' მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. მათ ამ არჩევნებში მოიპოვეს ბლოკის წევრ პარტიებს შორის ყველაზე მეტი - 5 მანდატი პარლამენტში, მათ შორის 2 – ვაკისა და დიდუბის მაჟორიტარულ ოლქებში. ოპოზიციამ მაჟორიტარული მანდატების მოპოვება მხოლოდ ამ ორ ოლქში მოახერხა, სადაც კენჭს მემარჯვენეების კანდიდატები დავით გამყრელიძე და დავით საგანელიძე იყრიდნენ. თუმცა არჩევნების ტოტალურად გაყალბების გამო პროტესტის ნიშნად `ახლებმა~ უარი თქვეს მანდატებზე. საქართველოს პარლამენეტის გადაწყვეტილებით ''ახალი მემარჯვენეების'' 5 დეპუტატს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ დეპუტატის უფლებამოსილება. ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა პარლამენტარიზმის ისტორიაში.
ამჟამად ''ახალი მემარჯვენეები'' პარლამენტს გარეთ აგრძელებენ ბრძოლას ქვეყანაში ავტორიტარული ხელისუფლების შეცვლის და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისათვის.
|