|
"ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდულმა ფრთამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 3 წლის თავთან დაკავშირებით ავლაბრის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეთა დასჯა და მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო. "საქართველოში ყოველგვარი უსამართლობისა და უბედურების ძირითადი წყარო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ამიტომაც ის უნდა გადადგეს",- აცხადებს "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე. |