29 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
29 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
29 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დეკლარაცია სამ ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს - გადადგეს მიხეილ სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან; ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები; შეიქმნას სათანადო პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხუთი წლის განმავლობაში უკანონობასა და ძალადობაზე დაფუძნებული მმართველობით კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა.
"შექმნილი ვითარებაში საქართველოს თითოეული მოქალაქის პატრიოტული ვალია, ყველაფერი გააკეთოს უმოკლეს ვადაში ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შესაცვლელად",-ნათქვამია დეკლარაციაში.
"ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი ამოცანა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას", - აცხადებს "მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე.
დეკლარაციაზე ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა - "ახალი მემარჯვენეები", "რესპუბლიკური პარტია", "ხალხის პარტია", "კონსერვატორები", "ქალთა პარტია", "საქართველოს გზა", "მრეწველები", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"; აგრეთვე, გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.
დეკლარაციას შეუერთდნნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც - "ქართული აკადემის" წევრები. ამასთან, დეკლარაცია ღიაა ყველა ხელმომწერისთვის.



29 01 2009 by irinola


იხილეთ არქივი