29 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ქალთა კლუბი

"ახალი მემარჯვენეები"-ს ქალთა კლუბი შეიქმნა ფაქტიურად პარტიის შექმნისთანავე- 2001 წლის 15 ივლისს. ქალთა კლუბის თავმჯდომარეა პარლამენტის წევრი მანანა ნაჭყებია. საპატიო თავმჯდომარე - ნონა გაფრინდაშვილი. ქალბატონი მანანა ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული განვითარების ხელშეწყობის კომისიის წევრი.
ორგანიზაცია თავის რიგებში აერთიანებს 4000-მდე წევრს. კლუბს წარმომადგენლები (კოორდინატორები) ჰყავს საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ორგანიზაციის მმართველი ორგანოა ქალთა კლუბის საბჭო, სადაც მრჩევლების სტატუსით გაერთიანებული არიან საპარლამენტო ფრაქცია ,"მემარჯვენე ოპოზიციის" წევრები ფიქრია ჩიხრაძე და მზია თოთლაძე.
ორგანიზაციის მიზანია ქალთა აქტიური ჩართვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზრუნვა მათ პოლიტიკურ განათლებაზე, აქტიური მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში მიმდინარე მოვლენებში, ზრუნვა მომავალი თაობის ფიზიკურ და სულიერ გაჯანსაღებაზე და სხვა.
ორგანიზაციას ჩატარებული აქვს საქველმოქმედო აქციები ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისათვის, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებთათვის. ქალთა კლუბი ეხმარება მსჯავრდებულ ქალებს და არასრულწლოვან პატიმრებს, დაავადებულ ბავშვებს, ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, აფხაზეთიდან დევნილებს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს და სხვა სოციალურად დაუცველ ფენებს.
ქალთა კლუბს განხორციელებული აქვს ისეთი პროექტებიც, როგორიცაა საქართველოს რაიონების ბიბლიოთეკების შევსება-განახლება, უფასო სამედიცინო გამოკვლევები, სხვადასხვა სახის კონკურსები, საჭადრაკო ტურნირები და სხვა.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებსა და კონფერენციებში.
კლუბის წევრები იკრიბებინ თვეში ერთხელ, სადაც ხდება გაწეული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების დასახვა.
2005 წლის იანვრიდან ქალთა კლუბმა ნაწილობრივ შეცვალა თავისი მუშაობის მიმართულებები და წარმოადგინა მოქმედების ახალი გეგმა. ქალთა ორგანიზაცია საქველმოქმედო ტიპის ღონისძიებების ნაცვლად უფრო მეტად აქცენტს აიღებს ქალთა მომზადებაზე პოლიტიკაში მოსასვლელად, პოლიტიკურ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნები:

- ქვეყნის ელექტორატში პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
- პარტიის წევრი ქალების საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის ამაღლება
- ქალთა თვითრეალიზაცია, პარტიის წევრი ქალების მომზადება
ყველა დონის არჩევითი ორგანოების საქმიანობაში
მონაწილეობის მისაღებად

ამ მიზნების მისაღწევად ქალთა ორგანიზაცია დასახავს შემდეგ ამოცანებს:

I. ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული განმტკიცება:

1. საქართველოს ყველა რაიონში ქალთა ორგანიზაციის შექმნა
2. ქალთა ორგანიზაციის შიგნით სექციების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა სხვადასხვა პროფილით:
- ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალებისთვის
- განათლების სფეროში დასაქმებული ქალებისთვის
- იურისტი ქალებისათვის

2. მშობელთა კონტინგენტთან მუშაობის გააქტიურება

მუშაობის ფორმები:
- რაიონებში მშობელთა კლუბების შექმნა
- თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

მშობლებს შევთავაზებთ:
- განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის გაცნობას
- ბავშვთა უფლებების გაცნობას
- მშობლის უფლებების გაცნობას
- ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ბავშვის ფსიქოლოგიის შესწავლას და რეკომენდაციების მიცემას კვალიფიციური სპეციალისტების მიერ

3. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა

მუშაობის ფორმები:
- კონფერენცია-სემინარები
- "მრგვალი მაგიდების" მოწყობა
- თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
- კონკურსები

მოზარდებს და მათ მშობლებს შევთავაზებთ:
- სასწავლო დაწესებულებებში ნარკომანიის თემაზე შექმნილი მხატვრულინაწარმოებების (ნახატები, ლიტერატურული) კონკურსებს
- ნარკომანიის თემაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების
განხილვებს და დისკუსიებს
- მშობელთა განათლებას და თვითგანათლებას ფსიქოლოგების, ნარკოლოგების, ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით
- ანონიმური ყუთების დადგმას სკოლებში და ფსიქოლოგების დახმარებას

4. ქალთა მომზადება სხვადასხვა დონის პოლიტიკურ ლიდერებად

მუშაობის ფორმები:
- ქალთა პოლიტიკური კლუბების შექმნა თბილისში
ქუთაისში, გორში
- ტრენინგები
- თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ქალებს შევთავაზებთ:

- ორ-სამდღიან ლექცია-სემინარებს ( საქართველოს კონსტიტუცია,
კანონმდებლობა, ქალთა მოძრაობის ისტორია და გენდერული
თანასწორობის ასპექტები, საარჩევნო კანონმდებლობა,
მმართველობის და თვითმმართველობის ფორმები, ლიდერის
თვისებების გამომუშავება, ქალთა უფლებები ქვეყნის
კანონმდებლობის მიხედვით და ა.შ.)

5. სოციოლოგიური კვლევევბი

მუშაობის ფორმები:
- სათანადოდ მომზადებული კადრების მეშვეობით სოციოლოგიური
კვლევების ჩატარება პარტიების რეიტინგის, მოსახლეობაში
არსებული განწყობების და მოთხოვნილებების შესასწავლად

6. ქველმოქმედება

მუშაობის ფორმები:
- ქალთა რაიონული ორგანიზაციების მეშვეობით ტანსაცმლის,
სასკოლო ნივთების და პროდუქტების შეგროვება, ბავშვთა
სახლებისა და მოხუცებულთა თავშესაფარებისათვის

7. ხელშეწყობა ქალთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება

მუშაობის ფორმები:
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

სპეცპროგრამა `თბილისის მოზარდთა სახლის~ ხელშეწყობით
10 – 18 წლამდე ბავშვებისათვის 2 თვიანი კურსები: ესპანური, ინგლისური, ხატვა, მუსიკა , კომპიუტერი (კვირაში ორჯერ)
14 – 18 წლამდე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებისათვის: ლიდერობის უნარ-ჩვევები.
13 – 18 წლამდე ჟურნალისტიკა, ტელე-ვიდეო სექციები, ჟურნალისტიკა, კომპიუტერი.
6 –11 წლამდე ქუჩის ბავშვებისათვის: სკოლის პროგრამები კვებით
ინტეგრირებული განათლება ინვალიდი ბავშვებისათვის: დრამა, მარიონეტები, ხატვა, ცეკვა, ფსიქოლოგიური გაკვეთილები მშობლებთან ერთად.

8. დევნილ ქალთა სოციალური ხელშეწყობა